Flydubai-ს ბიზნეს კლასის მგზავრებს შესაბამისი პერსონალი მოემსახურება

ავიაკომპანია Flydubai-მ ბიზნეს კლასის სერვისის დანერგვის შემდეგ შესაბამისი მომსახურე პერსონალის გუნდი წარადგინა.როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ პროფესიონალთა გუნდი ბიზნეს კლასის მგზავრების ფრენას უფრო პერსონალურსა და კომფორტულს გახდის.

ბიზნეს კლასის მგზავრებს ავიაგადამყვანი კომპანიის ბიზნეს გუნდი ოქტომბერში უმასპინძლებს. ახალ პრემიალურ სერვისთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი, გაიტ ალ გაიტი აცხადებს, რომ ეს ლოგიკური ნაბიჯი იყო კომპანიისაგან, რამდენადაც flydubai-ს ბიზნესის გასავითარებლად პროდუქტების დივერსიფიკაციის კურსი აქვს აღებული.

“მომსახურება თვითფრინავში არანაკლებ მნიშვნელოვანია მოგზაურისათვის, ვიდრე თავად მოგზაურობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგი ბიზნეს გუნდი გამოვყავით, რომელიც ბიზნეს კლასის მგზავრებზე სათანადოდ იზრუნებს და მათ მგზავრობას უფრო სასიამოვნოს გახდის”, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Flydubai-მ პირველი ბიზნეს კლასის ფრენა 2013 წლის აგვისტოში განახორციელა. კომპანიის ბიზნეს კლასის მგზავრები არაერთი უპირატესობით სარგებლობენ როგორც თვითმფრინავში, ისე აეროპორტში.