სემეკ-მა თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფი დაადგინა

სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე წარმოადგინა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი.

პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად განიცადეს, მეორე პროექტი კი, ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი სწორედ მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო.

მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.