სოსო ჯაჭვლიანი: არასდროს დავდივარ EBRD-ზე, რადგან მეუღლის ერთგული ვარ

ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია.

მე 10-მანეთიან ბოზებში არასდროს დავდიოდი - თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.

მისივე თქმით, ის არასდროს დადის EBRD-ზე, რადგან მეუღლის ერთგულია.

"მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმე სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

ჯაჭვლიანის განცხადებისას დეპუტატები სიცილს ვერ იკავებდნენ.