საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ჭოპორტსა და ხარაგაულში შეხვედრები გამართა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქვეყნის ინტერნეტიზაციისა და საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების პროექტთან დაკავშირებით, ჭოპორტსა და ხარაგაულში შეხვედრები გამართეს.

სააგენტოს საქმიანობის, ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის მნიშვნელობისა და დისტანციური დასაქმების პლატფორმების შესახებ, მოსახლეობას სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ესაუბრა.

ჭოპორტისა და ხარაგაულის მოსახლეობა დეტალურად გაეცნო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.

კომპანია ITTC-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიკროელექტრონიკის მიმართულებისთვის საჭირო აღჭურვილობა და შესაძლებლობები გააცნო. მოეწყო გამოფენა, სადაც კომპანიის წარმომადგენლები, ახალგაზრდებთან ერთად მარტივ დავალებებს ასრულებდნენ.

პრეზენტაციების ბოლოს მოსახლეობას შესავსებად გადაეცა კითხვარები, რაც სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს კარგად გაიგოს, თუ რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვს მოსახლეობას და რომელი მიმართულებებია განსავითარებელი.

მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც.