Financial Times - აშშ, შესაძლოა, თითქმის 2 ტრილიონის ინვესტიციების გარეშე დარჩეს

Financial Times-ის ინფორმაციით, საერთაშორისო და ამერიკული კომპანიები, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჯამურად დაახლოებით 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციებს აანონსებდნენ. მათ შორის: Apple Inc-ი 500 მლრდ-ის ოდენობის ინვესტიციას გეგმავდა, Soft Bank-ი - 100 მლრდ-ის, CMA CGM – 20 მლრდ-ის, ხოლო Stellantis-ი - 5 მლრდ-ის.

დაგეგმილი ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც უზარმაზარი გლობალური ქსელი აქვთ, შესაბამისად, ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის მაღალი ტარიფები მათზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

„გაურკვევლობის დონე, რომელიც ტრამპმა გლობალურ სავაჭრო სისტემაში გამოიწვია, გრძელვადიან პერსპექტივაში უნივერსალურ პრობლემას ნიშნავს. ეს პროცესი აშშ-ს ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველ ადგილას გადააქცევს“, - აცხადებს დარტმუთის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ტერეზა ფორტი.

ირაკლი ფოფხაძე