სეტყვამ ყვარლის რაიონის სოფლები დააზარალა

სტიქიამ ყვარლის რაიონი დააზარალა. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად, სოფელ სანავარდოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ ვენახები და საზამთროს ბაღებიც დააზიანა. ქარიშხალმა სოფელ გავაზში კაკლის ხეები მოგლიჯა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და ყვარლის რაიონის კეთილმოწყობის სამსახური. ჩახერგილი გზის გასუფთავება წუხელვე მოხერხდა. ყვარლის რაიონის გამგებლის მოადგილის, ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით, ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის. სახლების გადახურვის სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.