გია ჟორჟოლიანი - ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ტარიფების სავარაუდო გაზრდა ეკონომიკური ვითარებით იქნება გამოწვეული.

როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილება სოციალურად დაუცველ ფენებს არ უნდა შეეხოს.

,,ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით. რაც შეეხება კომპენსირებას, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს კომპენსირება პირველ რიგში იმ ფენებისთვის, ვისაც უჭირს და ვისზეც იმოქმედებს ეს ცვლილება. კონკრეტულად უნდა ნახვა, ეკონომიკის სფეროში თუ ეს რაღაცნაირად აფერხებს ზოგიერთი სექტორის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ შესაძლებელია გადადგმულ იქნას შესაბამისი ნაბიჯებიც", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დღეს, 12.00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სხდომაზე სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფის კორექტირების შესახებ იმსჯელებს.