WTI-ის ნედლ ნავთობზე ფასი 50 დოლარზე ქვემოთ დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,14%-ით შემცირდა და ბარელზე 56,05 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე WTI-ის ნავთობის ფასი 1,47 დოლარით შემცირდა და ბარელზე მისმა ღირებულებამ 49,26 დოლარი შეადგინა.

ბოლო 6 კვირის განმავლობაში ნავთობზე ფასების ვარდნამ თითქმის 20% შეადგინა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ში ნავთობის სავაჭრო მარაგები გასულ კვირას 2,47 მილიონი ბარელით გაიზარდა. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,7 მლნ ბარელით ანუ 0,8% და შეადგინა 216,3 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები კი 0,2 მლნ ბარელით გაიზარდა და 1,772 მლნ ბარელი შეადგინა.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.