სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა - ღირებულება 6.5 მლნ ლარია

სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

უფრო კონკრეტულად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 10 აპრილს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 511 545 ლარს შეადგენს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად მიეცემა 14-თვიანი ვადა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან აითვლება.

ირაკლი ფოფხაძე