ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა.

კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 0.86%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 51.85 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.307 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.304 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 40.80 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.49%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.3%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 13.12 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 495 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე