აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შიდა ფრენებზე დამატებითი რეისები დაინიშნა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით განხორციელდება.
კერძოდ, დამატებითი ავიარეისები 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი
17 აპრილი
22 აპრილი
22 აპრილი
რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.