აშშ-ში შესაძლოა, Shein-დან და Temu-დან გამოწერილი ნივთები გაძვირდეს

ჩინურმა ელექტრონული კომერციის გიგანტებმა Shein-მა და Temu-მ ამერიკელი მყიდველები გააფრთხილეს, რომ შესაძლოა, მათ ნაწარმზე მომავალი კვირიდან ფასები გაიზარდოს.

კომპანიების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები დააწესა.

თითქმის იდენტურ განცხადებებში, კონკურენტმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ "გლობალური ვაჭრობის წესებისა და ტარიფების ბოლო ცვლილებების გამო", მათი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა და ისინი "ფასის კორექტირებას" 25 აპრილიდან განახორციელებენ.

სავაჭრო საიტებს მხოლოდ შეერთებულ შტატებში ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მათმა პოპულარობამ ზეწოლა მოახდინა „ამაზონზე“, რამაც კომპანია აიძულა გაეშვა ახალი პლატფორმა სახელწოდებით Haul.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე 145%-მდე გადასახადები დააწესა. ადმინისტრაციამ ამ კვირაში განაცხადა, რომ ზოგიერთ ჩინურ საქონელზე გადასახადმა შეიძლება 245%-ს მიაღწიოს.

Temu არის 75-ე ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული უფასო აპლიკაცია აშშ-ის Apple Store-ში. Shein რეიტინგში 58-ე ადგილზეა.

წყარო: bbc.com

თეონა რამაზაშვილი