სომხეთის შიდა ვალმა გარე ვალს პირველად გადააჭარბა - რით არის განპირობებული

პირველად ხდება, რომ სომხეთის შიდა ვალმა, რაც 6.67 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, გარე ვალს (5.85 მლრდ აშშ დოლარი) გადააჭარბა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.

ანალიზში ასევე განმარტებულია, რომ ქვეყნის საჯარო ვალმა თებერვალში 13.03 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - 2024-ის ბოლოსთვის 12.84 მლრდ იყო.

„სომხეთის საჯარო ვალმა, 2025 წლის დასაწყისში, 13 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ვალი თებერვალში 13.03 მლრდ-მდე გაიზარდა (12.84 მლრდ - 2024 წლის ბოლოსთვის), რაც 53.5%-იანი ვალისა და მშპ-ს თანაფარდობას ნიშნავს. პირველადაა, რომ შიდა ვალმა (6.67 მლრდ) გარე ვალს (5.85 მლრდ) გადააჭარბა, რაც მთავრობის სტრატეგიას შეესაბამება - ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირება და შიდა ბაზრის გაძლიერება. თუმცა, წლის მეორე ნახევარში ტენდენცია, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან 1.5 მლრდ-ზე მეტი ბიუჯეტური დეფიციტის დაფარვისთვის ახალი ევრობონდების გამოშვებაა დაგეგმილი, რომელსაც ინვესტორების მაღალი ინტერესი უკვე მოჰყვა“, - აღნიშნავს „თიბისი კაპიტალი“.

ირაკლი ფოფხაძე