ქართული წარმოების მედიკამენტებზე მოთხოვნა მატულობს

ექსპორტის წამყვან ათეულში მედიკამენტები მეხუთე პოზიციაზეა

საქართველოში მედიკამენტებს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები აწარმოებენ. შეიძლება ითქვას, რომ "პირველი მერცხალი" მათ შორის PSP იყო, რომელმაც 1998 წელს შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP.  ამჟამად მედიკამენტების ესპორტს აწარმოებენ "ავერსი" და "ჯი პი სიც".

ახლახან "საქსტატმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქართული წარმოების მედიკამენტების ექსპორტი ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა - ერთ წელიწადში 68 პროცენტით. მომატებულია სამკურნალო საშუალებების წილი მთლიან ექსპორტშიც - ამ მაჩვენებელმა 6 პროცენტს მიაღწია. იმავე "საქსტატის" მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში უცხოეთის ბაზრებზე 64,5 მლნ დოლარის მედიკამენტები გავიდა, ხოლო 2014 წლის იანვარ-ივნისში სულ 38,3 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალებებია ექსპორტირებული. საბოლოო ჯამში, მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში მეხუთე პოზიციას იკავებს.

ასე რომ, საექსპორტო ბაზრებზე ქართული წარმოების მედიკამენტებზე მოთხოვნა მატულობს, რასაც ზემოთ მოყვანილი ციფრებიც ადასტურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე