"მორგან სტენლი" ოქროზე  ფასის ვარდნას პროგნოზირებს

კვირის დასაწყისში ოქროს ფასის ხუთწლიან მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, "მორგან სტენლის" ბანკში ოქროზე ფასის ვარდნის გაგრძელებას ვარაუდობენ.

ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, ოქროზე ფასი უნციაზე 800 დოლარამდე დაეცემა.

ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, ძვირფასი ლითონების ბაზარზე სტაბილური ფასების პერიოდი სრულდება. ოქროზე ფასების ვარდნის მთავარ მიზეზებს შორის "მორგან სტენლის" ანალიტიკოსები დეფლაციას, აშშ-ის სარეზერვო სამსახურის მიერ საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო გაზრდას, საბერძნეთში ვითარების დარეგულირებას, ჩინეთში საფონდო ბაზრის ვარდნასა და ოქროს მარაგებს ასახელებენ.

თუმცა, "მორგან სტენლის" ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ბევრი მიიჩნევს, რომ ოქროზე ფასი უნციაზე 1 050 დოლარზე დასტაბილურდება.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ოქროს ფასმა უნციაზე 1 083 დოლარი შეადგინა.