"ატმის რეალიზაციის მხრივ პრობლემები არ არსებობს"

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას მტკიცებით, ატმის რეალიზაციის მხრივ პრობლემები არ არსებობს.

მისივე განცხადებით, ატმის ფასიც შარშანდელზე უკეთესია.

"უკვე 3 000 ტონაზე მეტი ატამი არის ექსპორტზე გასული. ხარისხს რაც შეეხება, ჩვენ დავაყენეთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და შესაბამისად, ატამი დაზიანებული პრაქტიკულად არ არის და კარგი ხარისხისაა. ასევე, დაზღვეულია ატმის ბაღი, საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, ეს არის ის სისტემური მიდგომა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ის, რომ ვიღაცას უნდა ძირნაყარი ჩააბაროს კარგი ატმის ფასად, ეს უკვე სხვა თემაა და ბუნებრივია, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით", - განაცხადა დანელიამ.