ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

უკრაინელი ალექსეი ბათუმში გატარებული დღეებისთვის მადლობას ქართული წარწერით იხდის.

მან ქართული წერა-კითხვა 40 წლის წინ, უჩვეულო მეთოდით ისწავლა. ქართველი მეგობრების მიერ გაგზავნილმა საჩუქრებმა გრეკოვების ოჯახს ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ანბანიც შეაყვარა.

ალექსეი ბათუმს მეუღლესთან, ოქსანასთან ერთად ესტუმრა. უკრაინელი წყვილის ბათუმური ტურნე ქართული ღვინის დეგუსტაციით სრულდება. ალექსეი დაინტერესდა, აქვს თუ არა ქართულ ღვინოს ისეთივე გემო და არომატი, როგორც 40 წლის წინ, მამის მეგობრების მიერ გამოგზავნილს ჰქონდა. სავარაუდოდ, არომატი იგივეა, რადგან ალექსეიმ დეგუსტაციის შემდეგ ქართული ღვინის უკრაინაში წაღება გადაწყვიტა.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე

წყარო: Palitratv.ge