"დღის ბოლომდე საზოგადოებას წარვუდგენ ინფორმაციას, როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას"

როგორ მოხდება ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

"დენის ტარიფს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ჩემი დავალებით. დღის ბოლომდე უკვე საზოგადოებას წარვუდგენ სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.