წარმატებული ადამიანები შეცდომებსა და წარუმატებლობებზე

თავის დროზე ალბერტ ეინშტეინი ამბობდა, რომ ადამიანს, რომელსაც შეცდომები არ დაუშვია, არასდროს გაუკეთებია რაიმე ახალი.

ბევრი წარმატებული ადამიანისთვის შეცდომა სწორედ მომავალი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

გთავაზობთ ცნობილი და წარმატებული ადამიანების გამონათქვამებს შეცდომებსა და წარუმატებლობებზე.

„ყოველი წარუმატებელი მცდელობა - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - თომას ედისონი, ამერიკელი გამომგონებელი.

„ზოგჯერ, როდესაც რაიმე ახალს აკეთებთ, თქვენ შეცდომებს უშვებთ. ამიტომ სჯობს, სწრაფად აღიაროთ ისინი და სხვა დაწყებული საქმეების გაუმჯობესებით დაკავდეთ“, - სტივ ჯობსი, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი.

„თუ თქვენ შეცდომებს არ უშვებთ, მაშინ არც გადაწყვეტილებებს იღებთ“, - კეტრინ კუკი, სოციალური ქსელის MyYearbook-ის დამფუძნებელი.

„წარმატება ქებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ გაკვეთილების გათვალისწინება, რომელსაც ჩვენივე შეცდომები გვასწავლიან“, - ბილ გეიტსი, „მაიკროსოფთის“ თანადამფუძნებელი.

„ნუ შეგრცხვებათ თქვენი წარუმატებლობის, ისწავლეთ თქვენსავე შეცდომებზე და დაიწყეთ ყველაფერი თავიდან“, - რიჩარდ ბრენსონი, კორპორაცია „ვირჯინ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

„ყოველი შეცდომა ეს გამოცდილებაა, რომელიც რაღაც ახალს გასწავლით და გაქეზებთ, იმაზე უკეთესი იყოთ, ვიდრე ხართ“, - ოპრა უინფრი, ამერიკელი ტელეწამყვანი.

„მნიშვნელობა არა აქვს, რა დონემდე აღზევდებით, რადგან ადრე თუ გვიან, აუცილებლაც წაბორძიკდებით და დაეცემით. თუ საკუთარ თავს ყოველთვის სიმაღლეზე ასვლისკენ უბიძგებთ, აუცილებლად ჩამოვარდებით. და როცა ეს მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ არ არსებობს შეცდომები. შეცდომა ეს მხოლოდ ახალი შესაძლებლობაა, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს, რომ სხვა მიმართულებით წავიდეთ“, - ოპრა უინფრი, ამერიკელი ტელეწამყვანი.

„ხშირად დაუშვით შეცდომები, რომ უფრო მალე მიხვიდეთ წარმატებასთან“, - ტომ კელი, უმსხვილესი კონსალტინგური კომპანია „იდეოს“ დირექტორი.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომებს ვუშვებთ და ყოველთვის არ ვართ მართალი. წარუმატებლობა ეს წარმატების დამაბრკოლებელი კი არა, წარმატების ნაწილია“, - არიანა ჰაფინგტონი, ინტერნეტ-გამოცემა Huffington Post-ის დამფუძნებელი.

„არასდროს შეშინდეთ წარუმატებლობით. რამდენიმე წელი მოვანდომე ჩემი მტვერსასრუტის ათასობით პროტოტიპის შექმნას. თითოეული მათგანი წარუმატებლად სრულდებოდა, ვიდრე ის ერთადერთი წარმატებული არ შევქმენი. ახლა „დისონში“ 1 500 ინჟინერი მუშაობს, რომლებიც იგივეს აკეთებენ: მუდმივად რაღაცას ქმნიან, უშვებენ შეცდომებს, იტანენ წარუმატებლობას, ვიდრე სათანადო შედეგს არ მიაღწევენ. ეს ერთადერთი გზა არის წარმატებისკენ“, - ჯეიმს დაისონი, ცნობილი ინგლისელი გამომგონებელი, კომპანია „დისონის“ დამფუძნებელი.

„შეცდომები ახალი აღმოჩენების განუყოფელი ნაწილია. როდესაც პროცესი არ ჩერდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წარუმატებლობები არცთუ დიდია. ჩვენ ვა-ბანკზე მივდივართ, რათა საბოლოოდ მიზანს და წარმატებას მივაღწიოთ“, - ჯეფ ბეზოსი, „ამაზონის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი.