„თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ფასები ყოველწლიურად იზრდება და არსებული ვარაუდით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კიდევ უფრო მოიმატებს,“ - ამის შესახებ აღნიშნულია SS.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია, ნაკვეთებზე მოთხოვნა კი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
„მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველების რაოდენობა არ მცირდება, პარალელურად არსებული მიწის ნაკვეთები ნელ-ნელა იყიდება, რაც დარჩენილ უძრავ ქონებაზე ფასს საგრძნობლად ზრდის,“ - აღნიშნულია SS.ge-ის პუბლიკაციაში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ტაბახმელა, წყნეთი და ოქროყანა ფასის მატების მხრივ ლიდერ პოზიციებზე რჩებიან. ეს კი მაშინ, როცა ბეთანიასა და დიდ ლილოში დაბალი ფასები და სტაბილური ზრდაა, წყნეთსა და წავკისში კი ღირებულება სტაბილურ ნიშნულზე რჩება.
SS.ge-ს მონაცემებით, თბილისის შემოგარენში 1 კვ.მ.-ის მიწის ფასი 2025 წლის გაზაფხულსა და წინა წლის იმავე პერიოდში ასეთი იყო: