2024 წელს, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 27.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, 2024-ში საქართველოში ჯამურად 620.5 ათასი ტონა მრავალწლოვანი კულტურა აწარმოეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 133.6 ათასი ტონით მეტია - 486.9 ათასი ტონა.
„ასეთი მასშტაბური ზრდა, ძირითადად, ყურძნის (წ.წ. - 100.8 ათასი ტონით მეტი; 45.7%-იანი ზრდა), ვაშლისა (წ.წ. – 26.3 ათასი ტონით მეტი; 52.2%-იანი ზრდა) და ვაშლატამას (წ.წ. – 10.4 ათასი ტონით მეტი; 35.4%-იანი ზრდა) წარმოების ზრდამ განაპირობა. ასევე გაიზარდა ატმის წარმოებაც“, - ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში.
ასევე, თხილის წარმოება 17.1%-ით გაიზარდა, მსხლის - 20.2%-ით, ხოლო კენკროვანი ხილის - 32.8%-ით.