მობილური ინტერნეტრეკლამა აშშ-ში რეკორდებს ხსნის

მარკეტინგული სააგენტო IAB-ის მონაცემებით, გასული წელს აშშ-ში მობილური ინტერნეტრეკლამის შემოსავლებმა რეკორდი დაამყარეს.

კომპანიის ცნობით, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მობილური ინტერნეტრეკლამის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და 49,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

IAB-ის ხელმძღვანელის რენდალ როტენბერგის განცხადებით, საერთო ჯამში, მობილური ინტერნეტრეკლამის წლიურმა ზრდამ 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 76%-ია.

IAB-მა ასევე გაავრცელა ციფრული ვიდეოსა და სოციალური რეკლამის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიის ცნობით, გასულ წელს აშშ-ში ციფრული ვიდეორეკლამის შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,8 მილიარდი დოლარი იყო. რაც შეეხება სოციალურ რეკლამას, 2014 წელს ამ სეგმენტში შემოსავლები 57%-ით გაიზარდა და 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.