საუკეთესო პრინტ რეკლამა 2015 წლის "კანის ლომებზე"

სარეკლამო ინდუსტრიისთვის წლის მთავარი მოვლენა "კანის ლომების" საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ფესტივალზე ყოველწლიურად ავლენენ საუკეთესო კრეატიულ რეკლამას სხვადასხვა ნომინაციაში.

ამჯერად გთავაზობთ "კანის ლომების" 2015 წლის საუკეთესო ბეჭდურ რეკლამას. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით წლევანდელი გრან-პრის მფლობელი სახალისო გრაფიკული ნახატების სერია გახდა, რომელიც ბუენოს-აირესის მერიის დაკვეთით დამზადდა და მოსახლეობას მოუწოდებს შეუჩერებლად ამოძრაონ საქალაქო ველოსიპედი. ოქროს "კანის ლომის" მფლობელი გახდა სოციალური რეკლამა, რომელიც ქალების წინადაცვეთას აპროტესტებს. რეკლამის ავტორთა განცხადებით, ქალთა წინადაცვეთა არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც არის გავრცელებული და რისკის ჯგუფში 50 ათასი გოგონაა.

გამარჯვებულთა შორის მოხვდა "ფოლქსვაგენის" რეკლამაც, რომელიც ამბობს, რომ ერთსა და იმავე საგნებს ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამე. სწორედ ამიტომ, "ფოლქსვაგენის" ახალ ავტომობილებში კლიმატ-კონტროლის ოთხი ზონაა და არა - ერთი.

"კანის ლომების" საუკეთესო ბეჭდურ რეკლამებს შორის დასახელდა "კოკა-კოლას" რეკლამაც, რომელიც ყველას ართიანებს.

იხილეთ ფოტოგალერეა