ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა.

კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 1.59%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 57.50 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.495 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.532 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 45.50 გირვანქა სტერლინგია, რაც 1%-იან ზრდაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 2.58%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 15.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 580 მლნ სტერლინგს აღემატება.

მერი ტაბატაძე