საქართველოში ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოში 73 886 ვიზიტი განხორციელდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი - 77 045. მონაცემები აჩვენებს, რომ EU-დან ვიზიტები 4.1%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველ კვარტალში EU-ს ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიის მოქალაქეებმა განახორციელეს (10 212 ვიზიტი), ყველაზე ცოტა კი ლუქსემბურგიდან (75%).
გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ რაოდენობრივად (და არა პროცენტულად) ყველაზე მეტად ტურისტების რაოდენობა შემცირებულია პოლონეთიდან (1 569 ვიზიტით), ხოლო გაზრდილია საბერძნეთიდან (516 ვიზიტით).
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტები ასე გამოიყურებოდა (შენიშვნა: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს გაერთიანებულ სამეფოსაც):
შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.314 მლნ-ს გადააჭარბა. 2024 წლის იმავე პერიოდში განხორციელებული იყო 1.3 მლნ ვიზიტზე მეტი.