ოდესმე დაფიქრებულხართ, რაში ხარჯავენ ფულს და რამდენს იხდიან მილიარდერები, როდესაც საქმე მათი მდიდრული მეგა-სასახლის მოწყობას ეხება? მათთვის დიზაინერები განსაკუთრებულ დეკორაციებს, ავეჯსა და ნივთებს ქმნიან.
წარმოგიდგენთ ასეთ ეგზემპლარებს, რომელთა შეძენაც მხოლოდ ულტრა მდიდრებს შეუძლიათ.
ბროლის ჭაღები: 400 მილიონი დოლარი
ეს ფრანგული ანტიკური ლუი XV სტილის ბროლის ჭაღები აუცილებლად აღაფრთოვანებს ნებისმიერ მნახველს.
ბროლის ჭაღების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმებზე. ბროლის ნაკეთობების ფასი 100 მლნ დოლარიდან იწყება და მათ სპეციალური სერტიფიკატები მოჰყვება.
მე-17 საუკუნის იშვიათი სპარსული ხალიჩა: 3.2 მილიონი დოლარი
ის შეიძლება ოდნავ გაცვეთილი და ნახმარი ჩანდეს, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისის ეს იშვიათი ანტიკური სპარსული ხალიჩა ძალიან მოთხოვნადია და აქვს ისტორიული ღირებულება. უმჯობესია მისი კედელზე ჩამოკიდება.
იშვიათი მე-17 საუკუნის სპარსული ხალიჩა ხელმისაწვდომია 1stDibs-ზე და მისი ფასი 3 მილიონ დოლარზე მეტია.
აპოლონის შადრევანი: 2.8 მილიონი დოლარი
ორიგინალი აპოლონის შადრევანი, იდეალურია მილიარდერთა ვილებისთვის. ის 1668-1671 წლებში ჟან-ბაპტისტ ტუბის მიერ, მეფე ლუი XIV-ის ვერსალის სასახლისთვის შეიქმნა.
ეს ბრინჯაოს რეპლიკა, რომელიც შედგება 21 სკულპტურული ელემენტისგან, ადრე 1stDibs-ზე 2.8 მლნ დოლარად გაიყიდა.
რეპლიკა 2008 წელს გაკეთდა და მის შექმნას ოთხი წელი დასჭირდა.
ბროლის აბაზანა: 1.1 მილიონი დოლარი
Baldi Home Jewels-მა დააპროექტა მდიდრული აბანო, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.1 მილიონი დოლარია. მოჩუქურთმებული ძვირფასი კლდის ბროლის ბლოკი ამაზონიდან ფლორენციაში გადაიტანეს, სადაც ნაკეთობა დამზადდა.
ბრენდი ასევე გთავაზობთ ვარდისფერი კვარცისგან შექმნილ სააბაზანოს.
ბროლის აბაზანები ხელმისაწვდომია Baldi Home Jewels-ში.
ალმასით მოპირკეთებული ფილები: 1 მილიონი დოლარი
ამ ბრწყინვალე LuxTouch ფილის ყოველი კვადრატული მეტრი მორთულია 1000-ზე მეტი პრემიუმ ალმასით, 2400 ცალი მარგალიტით, და 500 ერთეული შავი ონიქსით.
წარმოიდგინეთ, რამდენი დაჯდება მილიარდერის აბაზანის მოწყობა!
Diamond inlay ფილები ხელმისაწვდომია Black Diamond Lifestyle-ზე.
მოოქროვილი თავის ქალა სკამი: 500 000 დოლარი
მოდური ფრანგული ავეჯის კომპანიის Harow-ის მიერ შექმნილი თავის ქალის ფორმის ეს გასაოცარი სკამი აგრძელებს მნახველთა აღფრთოვანებას. მისი გამორჩეული დიზაინი, რომელიც ალმასის ფორმას მოგვაგონებს, დამზადებულია გამაგრებული მინაბოჭკოვანი და ფოლადის შიდა ჩარჩოსგან, ხოლო ექსტრავაგანტურ სავარძელი მოპირკეთებულია 24-კარატიანი ოქროთი.
მოოქროვილი სკამი ხელმისაწვდომია Harow-ში.
ვენეციური Birdcage Sofa: 425 000 დოლარი
ეს უცნაური,ფრინველის გალიის ფორმის იტალიური დივანი შესანიშნავი აქსესუარი იქნება მილიარდერის სათბურისთვის ან ვოლიერისთვის.
ნიუ-იორკში გაყიდული ეს დეკორატიული ვენეციური სავარძელი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თარიღდება და აღჭურვილია მორთული გუმბათით და მდიდრულად შეფუთული სავარძლებით ბაზის გარშემო.
პიეტრო ბოსის მე-18 საუკუნის მარმარილოს ბუხარი: 415 000 დოლარი
ყველა მილიარდერის სახლს სჭირდება განსაცვიფრებელი ბუხარი და ეს შთამბეჭდავი ბუხარი შესანიშნავი არჩევანია.
1stDibs-ზე გამოტანილი ბუხარი არის ოსტატი პიეტრო ბოსის ნამუშევარი და დამზადებულია მსოფლიოში საუკეთესო თეთრი მარმარილოსგან.
მე-18 საუკუნის ხელნაკეთი Bossi მარმარილოს ბუხარი ხელმისაწვდომია 1stDibs-ში. მისი ფასი 400 000 დოლარზე მეტია.
მე-19 საუკუნის სამუშაო მაგიდა: 379 000 დოლარი
ეს მშვენიერი ანტიკვარული მაგიდა, 1stDibs-ზე იყიდება. ის დამზადებულია იტალიაში მე-19 საუკუნეში, აქვს ხელით მოჩუქურთმებული ხის ბაზა და კლანჭის ფორმის ფეხები.
გასაოცარ ილუსტრირებულ მაგიდაზე გამოსახულია ვატიკანი და წმინდა პეტრეს მოედანი, გარშემორტყმული რვა წრეებით, რომლებიც ასახავს სცენებს ბერძნული და რომაული ისტორიიდან.
19th Century Grand Tour Center Table ხელმისაწვდომია 1stDibs-ზე.
გეორგიანული სასადილო მაგიდა 32: 275 000 დოლარი
ცნობილი ნიუ ორლეანის ანტიკვარული დილერი M.S. ყიდის მყარი მაჰაგონისგან შექმნილ მასიურ გეორგიანულ სასადილო მაგიდას.
მაგიდა იდეალურია მილიარდერებისთვის. იტევს 32 სტუმარს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიყოს ცალკეულ კვარდრატებად.
32-კაციანი სასადილო მაგიდა ხელმისაწვდომია MS Rau-ზე და 300 000 დოლარამდე ღირს.
წყარო: loveproperty.com