ახალი ეტაპი გეიმერებისთვის - სრული სისწრაფით გამარჯვებისკენ ASUS-ის ახალი, 2025 წლის ფლაგმანი ლეპტოპით

ASUS მსოფლიოში ცნობილი, გეიმერების საყვარელი ბრენდია. 2025 წელს კი კომპანიამ თავისი გეიმერული ლეპტოპების ხაზი განაახლა. შედეგად მომხმარებლებს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოწყობილობა შესთავაზა.

ქართველ მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ უახლესი ROG Strix SCAR 18 და მიიღონ მაქსიმალური კომფორტი შეუდარებელ წარმადობასთან ერთად. ეს მოდელი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს, გამორჩეულ დიზაინს და გაგრილების უნიკალურ სისტემას.

აქვე აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ASUS-ის ახალმა მოდელმა ძალიან მოკლე პერიოდში დაიპყრო არა მხოლოდ გეიმერების, არამედ იმ ადამიანების გულებიც, ვისაც პროფესიულ საქმიანობაში მაღალი დატვირთვის კომპიუტერები სჭირდება.

ROG Strix SCAR ლეპტოპი მიეკუთვნება ASUS-ის ROG სერიას, რომელიც იშიფრება როგორც გეიმერების რესპუბლიკა (Republic of Gamers). ის 2006 წელს შეიქმნა სპეციალურად იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაქსიმალური წარმადობა, სტაბილურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. ROG სერიის მთავარი მიზანი გეიმერებისთვის უკოპრომისო გამოცდილების შექმნაა. ბრენდი მუდმივად აახლებს თავის ტექნოლოგიებს და ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს პასუხობს, რაც მას კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. ASUS ROG აქტიურად მონაწილეობს გლობალურ კიბერსპორტულ ღონისძიებებში და მსოფლიოში ათასობით რეკორდი ROG მოწყობილობებზე დაფიქსირდა.

asus2-1745826637.jpg

მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ეს ლეპტოპი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მთავარი უპირატესობა მაქსიმალური წარმადობაა. ის აღჭურვილია Intel® Core™ Ultra 9 275HX პროცესორით და NVIDIA GeForce RTX 5090 ვიდეობარათით. DLSS 4 ტექნოლოგიისა და კადრების გენერაციის წყალობით, ყველაზე “მძიმე“ თამაშებიც კი უმაღლეს დონეზე მუშაობს. RTX 50 სერიის ვიდეობარათები წინა თაობის RTX 30 სერიასთან შედარებით 6-ჯერ მეტ წარმადობას იძლევა. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ, თანამედროვე გრაფიკის უპირატესობებით სრულად ისარგებლოთ.

RTX 50 სერიის ბარათებზე 3D რენდერინგი და გენერაციული AI-ს სამუშაო პროცესები 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ვიდეოს მონტაჟი და დამუშავება – 1.5-ჯერ აჩქარებულია. ეს ყველაფერი ხსნის ახალ შესაძლებლობებს მაღალი ხარისხის კონტენტის სწრაფად და ეფექტურად შესაქმნელად.

RTX 50 GPU-ის მქონე ლეპტოპები გაუმჯობესებული ელემენტებითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით თამაში და მუშაობა დამუხტვიდან დამუხტვამდე 40%-ით უფრო მეტი დროითაა შესაძლებელი.

გეიმერული კომპიუტერის შეფასებისას კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი გაგრილების სისტემაა. ROG Strix SCAR 18 2025 აღჭურვილია სრულიად ახალი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს გაფართოებულ ორთქლის კამერას. ის ფარავს დედაპლატის მთელ ზედაპირს, გაზრდილ ჰაერის არხებს და თხევადი ლითონის თერმოინტერფეისს. ჰაერი შედის გვერდითი და ქვედა პანელებიდან, ასევე კლავიატურის ზედაპირიდან. ეს უზრუნველყოფს იდეალურ საჰაერო ნაკადს, რაც იცავს ლეპტოპს გადახურებისგან და ამავე დროს, ამცირებს ხმაურს ტურბო რეჟიმშიც კი.

ჩამონტაჟებული ფილტრები სისტემაში მტვრის შეღწევას ამცირებს და ლეპტოპის ექსპლუატაციის ვადას ახანგრძლივებს.

ბევრი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ლეპტოპის გარეგნობაც. ამ მხრივ ROG Strix SCAR 18 ნამდვილად ყველას ყურადღებას იქცევს. მისი დიზაინი შთაგონებულია სარბოლო ავტომობილებით. ლეპტოპი აღჭურვილია RGB განათებით მთელ პერიმეტრზე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის მაგიდაზე “ცურავს”. ამ დრომდე RGB განათება მხოლოდ კორპუსის ერთ მხარეს იყო ინტერგრირებული.

ამ თამამი დიზაინის გაგრძელებაა უნიკალური AniMe Vision განათება, რომელიც იყენებს 810 LED-ს ლეპტოპის ზედაპირზე ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. მათთვის, ვისაც მინიმალისტური სტილი ურჩევნია, შესაძლებელია განათების გამორთვა. ამ შემთხვევაში რჩება შავი ქრომირებული ზედაპირი ROG ლოგოს ქვეშ, რაც მოწყობილობას განსაკუთრებულ პრემიალურ იერს სძენს.

asus-1745826677.jpg

გარდა განახლებული ROG Strix SCAR 18-ისა, აღსანიშნავია მისი კომპაქტური ვერსიაც – SCAR 16, რომელსაც 16-დიუმიანი ეკრანი და ანალოგიური მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები აქვს.

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ROG Strix 2025 სერიის ახალი ლეპტოპები მფლობელების იმიჯის ნაწილია.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ASUS-ის ROG და TUF სერიის ლეპტოპების შეძენისას მომხმარებელი სპეციალური საგარანტიო პროგრამის ASUS Perfect Warranty-ის წევრი ხდება. ეს პროგრამა აზღვევს მოწყობილობას ისეთ დაზიანებებისგან, რომლებიც სტანდარტული გარანტიით არ არის დაფარული. ესენია შემთხვევითი დაცემა, სითხით დასველება, ძაბვის მერყეობა და ფიზიკური დაზიანება. პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა ASUS-ის ანგარიშის შექმნა და ლეპტოპის რეგისტრაცია შეძენიდან 90 დღის განმავლობაში. გაფართოებული გარანტია ვრცელდება 2025 წლის 1 იანვრიდან შეძენილ ASUS-ის ROG და TUF სერიის ნებისმიერ ლეპტოპზე.

R