კერძო სახლები გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებით, ფასები 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-ით, ხოლო წინა ანუ 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა.
თბილისის უბნების მიხედვით, კერძო სახლების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა. კერძოდ, 1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 4 687 ლარს შეადგენს.
ყველაზე იაფად კი, კერძო სახლს დედაქალაქში გლდანსა და ნაძალადევში შეიძენთ. ამ უბნებში 1 კვ.მ.-ის ფასი 2767 ლარს უტოლდება.
კერძო სახლების შემთხვევაში, 1 კვადრატულის საშუალო ფასი თბილისის სხვადასხვა უბანში, ასეთია: