"გალფის" ქსელში საწვავის ფასი შემცირდა

კომპანია "გალფის" ქსელში საწვავის ფასი შემცირდა. კომპანიის ინფორმაციით, G-Force ევრო დიზელი და ევრო დიზელი - 5 თეთრით გაიაფდა და მიმდინარე ფასები დიზელის პროდუქტებზე ასე გამოიყურება: G-Force ევრო დიზელი - 2,07 ლარი, ხოლო ევრო დიზელი - 1,91 ლარი.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.  "კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს," – აცხადებენ კომპანიაში.