გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრას სიღნაღის რაიონში რაიმე ზარალი არ გამოუწვევია

მიწისძვრას სიღნაღის რაიონში რაიმე ზარალი არ გამოუწვევია. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობების ნგრევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოში მიწისძვრა დღეს მოხდა, ეპიცენტრი კახეთში, კერძოდ სიღნაღის რაიონში დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.