რუსული სერვისი, Yandex Travel მაისის ყველაზე ბიუჯეტურ უცხოურ მიმართულებად ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთს ცალკე ასახელებს, ხოლო დანარჩენი საქართველო ტოპ ხუთეულში მესამე ადგილზეა.
რეიტინგს TASS ავრცელებს.
კერძოდ, აფხაზეთში რუსი ტურისტები მაისში, საშუალოდ, ოთხდღიან ტურებს ჯავშნიან, ხოლო ღამის საშუალო ღირებულება 6,6 ათასი რუბლია (81 დოლარია).
შემდეგი ყველაზე მომგებიანი უცხოური მიმართულება ტაილანდია, სადაც დასვენების საშუალო პერიოდი ხუთ დღეს, ხოლო ღამე 7,700 რუბლს (95 დოლარს) შეადგენს.
მესამე ადგილზე Yandex Travel საქართველოს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად ასახელებს, სადაც მაისის ტურების საშუალო პერიოდი ოთხი დღე, ხოლო ღამისთევის ღირებულება 8,200 რუბლია (101 დოლარია).
სომხეთი დასვენების ოთხდღიანი პერიოდითა და ღამისთევის ღირებულების 8,600 რუბლით (106 დოლარით) მეოთხე ადგილზეა, ხოლო ხუთეულს უზბეკეთი ხურავს, სადაც რუსები მაისის ტურებს, საშუალოდ, სამი დღით ჯავშნიან და ღამეში, ასევე, 8,600 რუბლს (106 დოლარს) იხდიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ