იანვარ-მარტში თბილისში 671.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - კვლევა

2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.

ამასთან, კვლევის თანახმად, პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა.

„აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.

ჩვენ მიერ, ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს.

2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა.

2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9 286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ),“- აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.