თბილისში 20-მდე მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს

თბილისში 20-მდე მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართულები შსს-ს სსიპ "112"-ის თანამშრომლები იყვნენ. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელებში მიმდინარეობდა: გ. ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების კვეთაზე; რუსთაველის გამზირზე - #1 გიმნაზიის, ოპერისა და მეცნიერებათა აკადემიის შენობების წინ; სასტუმრო "რადისონის" წინ, კოსტავას ქუჩაზე - სასტუმრო "რუმსის" წინ და ფილარმონიის მიმდებარედ; ჭავჭავაძის გამზირზე - უნივერისტეტის #1 კორპუსისა და სახანძრო სამსახურის შენობების წინ, #მე-9 საავადმყოფოს მიმდებარედ, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლთან და ვაკის პარკთან; ორბელიანის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი; კ. გამსახურდიას გამზირზე - მაღაზია "ელექტრონიკასთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი; ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქართველიშვილის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე; გ. რობაქიძის გამზირზე - მაიაკოვსკის ძეგლთან და ვ. გორგასლის ქუჩაზე - ბალნეოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი.

შპს "უძრავი ქონება თბილისი" დედაქალაქში 51 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას 2015 წლის იანვარიდან ახორციელებს.