ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის დროული და ეფექტური მომარაგება გადამწყვეტ როლს თამაშობს. თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც ყოველი წუთი ფასეულია, კომპანიებს საიმედო პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, მოქნილ და კომფორტულ მომარაგების სერვისს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Supta.ge - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ბიზნესს ყველა საჭირო პროდუქტის უსწრაფესად მომარაგების საშუალებას ერთ სივრცეში აძლევს. რომელიც ბიზნესის მომარაგების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ბიზნესის მომარაგების პლატფორმა Supta.ge-ის დახმარებით თქვენი დრო და ენერგია მნიშვნელოვნად იზოგება. უსწრაფესია “სუფთას” მიწოდების სერვისიც - მომხმარებელს შეუძლია შენაძენი სასურველ მისამართზე სულ რაღაც 2-3 სამუშაო საათში მიიღოს!
“აიდ გრუპი” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. 2016-2017 წლებში ის მხოლოდ სადისტრიბუციო მიმართულებით საქმიანობდა, თუმცა 2018 წელს აქტიურად ჩაერთო ელექტრონულ კომერციაში და “სუფთას” ქვეშ შექმნა ბიზნესის მომარაგების ონლაინ ჰიპერმარკეტი. წლების განმავლობაში ვებსაიტი დაიხვეწა, 2020 წელს კი სრულად მოერგო ელექტრონული კომერციის სფეროში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს რედიზაინისა და ფუნქციური განახლების შემდეგ.
Supta.ge ერთ-ერთი პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელმაც ბიზნესის მომარაგების მიმართულებით დაიწყო საქმიანობა. მან აღმოაჩინა ბიზნესის მომარაგების პრობლემა, რომელიც მრავალ კომპანიას ჰქონდა და მათ ინოვაციური სერვისი შესთავაზა.
რას მოიცავს Supta.ge-ს ასორტიმენტი?
Supta.ge-ს კატალოგი აერთიანებს 9 ძირითად კატეგორიასა და 800-მდე დასახელების პროდუქტს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს საჭიროებებზეა მორგებული:
სარეცხი და საწმენდი საშუალებები - ვებსაიტზე თქვენი სივრცის სისუფთავის უზრუნველსაყოფად შეგხვდებათ სამზარეულოს, აბაზანისა და ავეჯის საწმენდი საშუალებები. ასევე სადეზინფექციო სითხეები, რეზინის ხელთათმანები, სარეცხი ღრუბლები და საწმენდი ტილოები;
ერთჯერადი პროდუქცია - მომხმარებლებს ერთჯერადი ჭურჭელი, ერთჯერადი კონტეინერები, შესაფუთი მასალები, ერთჯერადი ჭიქები და ნაგვის პარკები შეუძლიათ შეიძინონ;
საკანცელარიო პროდუქცია - “სუფთას” პლატფორმაზე სხვადასხვა ტიპის საკანცელარიო ნივთები შეგხვდებათ: თაბახის ფურცლები, საწერი საშუალებები, ბაინდერები, ფაილები და საქაღალდეები, სამაგიდე აქსესუარები, მაგნიტური დაფები, თაბახის ფურცლები და სხვა წვრილ-წვრილი საკანცელარიო ნივთები.
სამეურნეო საქონელი - კატეგორია მოიცავს იატაკის მოსავლელ აქსესუარებს, ჯაგრისებს, ნაგვის ურნებსა და პლასტმასის კონტეინერებს;
საოფისე კვება - ოფისისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ყავა, ჩაი, შაქარი, წყალი და ორცხობილები;
სამედიცინო პროდუქცია - კატეგორიაში შეგხვდებათ ნიტრილისა და ლატექსის ხელთათმანები, ბახილები, სამედიცინო ზეწრები, სხვადასხვა ტიპის სამედიცინო აღჭურვილობა და სილამაზის სალონისა და ესთეტიკის ცენტრების პროდუქტები;
კომპიუტერული აქსესუარები - დისკები USB და სხვა, ელემენტები, მაუსები;
ხელსახოცები - Z ხელსახოცი, სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი, სუფრის ხელსახოცი, სამზარეულოს ხელსახოცი;
დისპენსერები - პლასტმასისა და მეტალის დისპენსერები ქაფისა და ხელსახოცებისთვის.
Supta-ს კონკურენტული უპირატესობები
Supta.ge-ს სერვისი მრავალი მიზეზითაა გამორჩეული. მათ შორის უმნიშვნელოვანესია მიწოდების უპრეცედენტო სისწრაფე. მომარაგების სისწრაფე უმნიშვნელოვანესია, რადგან კომპანიებისთვის დრო ღირებული აქტივია.
“სუფთას” მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის მიღება ნებისმიერ მისამართზე სულ რაღაც 2-3 საათში შეუძლია! ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებული შეფერხებები.
უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ Supta.ge-ზე ბიზნესისთვის საჭირო ყველა პროდუქტია თავმოყრილი, რის გამოც ჰორეკა სექტორს, ოფისებს, სკოლებს, ბაღებსა თუ სამედიცინო და ესთეტიკურ ცენტრებს აღარ უწევთ სხვადასხვა მომწოდებლებთან თანამშრომლობა. ეს პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ ადმინისტრაციულ სამუშაოს, ნაკლებ დროს შესყიდვების პროცესში და მეტ ეფექტიანობას.
კომპანია ზრუნავს არა მხოლოდ მარაგების შევსებაზე, არამედ ბიზნესის საბუღალტრო ნაწილის გამარტივებაზეც - მომხმარებელს სწრაფად და შეუფერხებლად მიეწოდება შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ინვოისის დაგენერირება საიტიდანვეა შესაძლებელი, ყველა სხვა დოკუმენტის სწრაფ მოწოდებაზე კი “სუფთას” ბუღალტერთა გუნდი ზრუნავს.
ანგარიშსწორებისთვის ვებსაიტზე მრავალი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი - როგორც საბანკო ტრანზაქცია ინვოისის საფუძველზე, ისე საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის iPay სისტემა და ექვსი ტიპის კრიპტოვალუტა. მომხმარებელს ამ მეთოდებიდან შეუძლია შეარჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად ერგება კომპანიის ფინანსურ პოლიტიკას.
რატომ უნდა გახდეთ Supta.ge-ს კორპორაციული მომხმარებელი?
საიტზე შესაძლებელია კორპორაციულ მომხმარებლად დარეგისტრირება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა.
ასეთ შემთხვევაში, შეძლებთ ისარგებლოთ შესყიდვების პირადი ასისტენტის სერვისით. ის დაგეხმარებათ თქვენს სპეციფიკურ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში.
კომპანია კორპორატიულ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს სტაბილურ ფასდაკლებებსა და გადახდის ინდივიდუალურ პირობებს.
სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა Supta.ge ბიზნესის მომარაგების N1 პლატფორმა. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, მიწოდების სისწრაფე და ინოვაციურობა კომპანიას საშუალებას აძლევს ბიზნესს სწორედ ის შესთავაზოს, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.
თუ გსურთ თავად გამოცადოთ “სუფთას” სერვისი, ეწვიეთ Supta.ge-ს და გახდით კორპორაციული მომხმარებელი!
R