ტურიზმის ადმინისტრაციამ და კორეის ტურიზმის ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კორეის ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ აფხაზავამ მოაწერა ხელი. დოკუმენტი სეულში კორეის რესპუბლიკაში 24 ივლისს, საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს ორ უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და ქვეყნებს შორის ტურისტების მიმოსვლის ხელშეწყობას.