ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება

სასტუმრო "რედისონში" დღეს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელს მოაწერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და შპს "ახალი მიტარბის" გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

მემორანდუმი ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, დაინერგება ოთხსეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას საქართველოში.