აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განცხადება თავად საელჩომ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, საქმე ეხება „ისთ ფოინთს“, „გალერია თბილისსა“ და „თბილისი მოლს“.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, მათ წარმომადგენლებს დაკავშირებოდა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ შეეტყო:
„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.
მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, - ამბობს „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი.