საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ფულადი ჯილდო - 1 მლნ ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა“, - აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს - დებიუტი 2024 წელს ჰქონდა.
2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ევროპის ჩემპიონატი 3 ქვეყანაში - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ჩატარდება.