ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. ახალი პონტიფიკოსი 133-მა კარდინალმა აირჩია.
მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის, ლეო XIV იქნება. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა ყველას“.
რომის ახალი პაპი 1955 წლის 14 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო თეოლოგიის დიპლომს ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ კავშირში დაეუფლა. მოგვიანებით, რომის წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, კანონიკური სამართლის შესასწავლად გაგზავნეს და 1982 წელს მღვდლად აკურთხეს.
დეკადის განმავლობაში პერუს ქალაქ ტრუხილიოში მოღვაწეობდა და იქაურ სემინარიაში კანონიკურ სამართალს ასწავლიდა, შემდეგი კი, 2014-2023 წლებში, პერუს კიდევ ერთ ქალაქ ჩიკლაიოში ეპისკოპოსად მსახურობდა. 2015 წლიდან, ამერიკელობის პარალელურად, პერუს მოქალაქეობაც მიიღო.