ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მეოთხე ტრანშს 1 მლრდ ევროს ოდენობით გამოუყოფს.
ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
ის განმარტავს, რომ აღნიშნული კრედიტი „ევროკავშირში რუსეთის სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“ დაიფარება.
მისი თქმით, „ევროკავშირი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის: უკრაინას წელს უკვე 6 მლრდ ევრო G7 Extraordinary Revenue Acceleration-ის ინიციატივის ფარგლებში გამოეყო, რომლის საერთო ღირებულებაც 45 მლრდ ევროს შეადგენს. წლის ბოლომდე კიდევ 12.1 მლრდ ევროს გამოყოფა იგეგმება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ