ლონდონის კაფეების მზიანი ტერასების მოსაძებნად ონლაინ-რუკა შეიქმნა

ლონდონში ონლაინ-რუკა წარადგინეს, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს, თუ რომელი პაბისა და კაფეს ტერასები მდებარეობს მზეზე. ვებგვერდი მათთვის შეიქმნა, ვინც თბილი სეზონის დადგომასთან ერთად დასალევად ან წასახემსებლად ადგილს სუფთა ჰაერზე ეძებს.

ინფორმაციას 34travel ავრცელებს.

პლატფორმა, Sunseekr არქიტექტორ მო დაუდმა დააპროექტა. რუკაზე მოცემულია არა მხოლოდ მზის პოზიცია ცაზე, არამედ მიმდებარე შენობების სიმაღლე.

დავოდმა პროექტი პირველად სოციალურ ფორუმ Reddit-ზე წარადგინა და განმარტა, რომ ის რეალურ დროში ჩრდილების მოდელირებას, ასევე, ნავიგაციის პროგრამა Mapbox-სა და მომხმარებლების მიერ შექმნილ უფასო და ღია მსოფლიო რუკა OpenStreetMap-ის მონაცემებს იყენებს.

Sunseekr, ასევე, შესაფერისია მათთვის, ვისაც, პირიქით, ჩრდილში დამალვა სურს, რადგან რუკაზე ასეთი ადგილებიც ნაჩვენებია.

იდეის ავტორი კაფეებსა და პაბებზე გაჩერებას არ გეგმავს და მომავალში რუკას რესტორნების საზაფხულო ტერასებსაც დაამატებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ