ნავთობზე ფასების შემცირებამ BP აზარალა

ნავთობზე ფასების შემცირება "ბრითიშ პეტროლიუმის" მოგებაზეც აისახა. BP-ის სარგებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. გასულ კვარტალში მოგებამ 1,31 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 3,63 მილიარდი დოლარი იყო.

რაც შეეხება ნავთობის ფასს, "ბრენტის" ტიპის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი დღევანდელი მონაცემებით 52,93 დოლარი ღირს, გასულ წელს კი მისი ფასი 115 დოლარი იყო. "შექმნილი გარემო ჩვენთვის გამოწვევად რჩება, თუმცა, BP მოქმედებს სწრაფად და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მუშაობა ეფექტურობის გაზრდისა და დანახარჯების შემცირების შესახებ მდგრად სარგებელს მოგვიტანს", - აღნიშნა BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ.

ნავთობზე ფასების მკვეთრი დაცემა სხვა ნავთობკომპანიების მოგებაზეც აისახა.