„ჩინეთისთვის 80%-იანი ტარიფები ნორმალურად გამოიყურება“, - ტრამპი

დონალდ ტრამპმა დაასახელა მოლაპარაკებების პირობები, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ჟენევაში ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციით, მის ქვეყანასა და ჩინეთს შორის კვლავ აქტიური სავაჭრო კავშირი უნდა იყოს, ამასთანავე, საიმპორტო ტარიფების 145%-იდან 80%-მდე შემცირების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩინეთმა აშშ-ისთვის ბაზარი უნდა გახსნას - ეს მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა! დახურული ბაზრები აღარ მუშაობს. ჩინეთისთვის 80%-იანი ტარიფები ნორმალურად გამოიყურება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

CNN-ის მიხედვით, მაშინაც კი თუკი აშშ ჩინეთისთვის საიმპორტო ტარიფებს 80%-მდე შეამცირებს, გაურკვეველია, საკმარისი იქნება თუ არა ეს შეთანხმების მისაღწევად და ჩინური საქონლის ამერიკაში შეტანის ჩვეულებრივი პროცესის გასაგრძელებლად.

ეკონომისტების ვარაუდით, ორ ქვეყანას შორის, ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის აღსადგენად, გადამწყვეტი ზღვარი დაახლოებით 50%-იანი ტარიფებია.

ირაკლი ფოფხაძე