ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს.

შემოსალების სამსახურის ინფორმაციით,  ირანის მოქალაქე ე.მ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, მათ 8 აბი Acetaminophen codeine, ხოლო ბელგიის მოქალაქე ა.ჰ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას Tramadol (40 აბი) და ძალდიარ (10 აბი) აღმოაჩინეს. ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.