როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, ერთის კი შემცირდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, Lion Finance Group-ის (BGEO LN) (საქართველოს ბანკი) აქციები 65.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7.75%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით, 33.69%ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა (GBP 60.30 - 65.55 დიაპაზონში). ხოლო ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 43.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. შედეგად, კომპანიის აქციები წინა კვირასთან შედარებით, 6.70%-ი შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 18.03% -იტ გაიზარდა. ჯამში, ვაჭრობის მოცულობამ 647 ათას აქციაზე მეტი შეადგინა (GBP 41.05 - 49.00 დიაპაზონში). ბოლო 4 კვირის განმავლობაში კი, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. შედეგად, კომპანიის აქციები წინა კვირასთან შედარებით 14.05%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 55.02%-ით გაიზარდა. ამასთან, ვაჭრობის მოცულობამ 671 ათას აქციაზე მეტი შეადგინა (GBP 16.46 - 19.44 დიაპაზონში). ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.

ნინი ქეთელაური