ტრამპის შვილების კრიპტოპროექტი Nasdaq-ზე გასასვლელად ემზადება

American Bitcoin, რომლის საკონტროლო პაკეტსაც დონალდ ტრამპის ორი უფროსი ვაჟის მიერ მხარდაჭერილი მაინინგ-კომპანია, Hut 8 ფლობს, Nasdaq-ის ბირჟაზე გასვლას გეგმავს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კრიპტოპროექტი Nasdaq-ზე გასვლას Gryphon Digital Mining-თან (GRYP) ყველა აქციის შერწყმის გზით გეგმავს.

გარიგების დასრულების შემდეგ American Bitcoin-ის აქციონერები, მათ შორის, ერიკ ტრამპი, მისი ძმა, დონალდ ტრამპ-უმცროსი და მაინინგ-კომპანია, Hut 8 ახლადშექმნილი სტრუქტურის 98%-იან საკუთრებას შეინარჩუნებენ.

ტრანზაქციის დასრულება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება.

ახალი ამბების ფონზე Gryphon-ის აქციები სამჯერ, ხოლო Hut 8-ის აქციები 13%-ით გაიზარდა.

American Bitcoin სულ ახლახან, მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. კომპანიაში ერიკ ტრამპი მთავარი სტრატეგიის დირექტორის თანამდებობას შეინარჩუნებს.

„American Bitcoin-ზე ჩვენი ხედვა ისაა, რომ ბაზარზე ბიტკოინების დასაგროვებლად ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი პლატფორმა შევქმნადთ,“ - აცხადებს ერიკ ტრამპი.

ცნობისთვის: ეს ტრამპების ოჯახის პირველი კრიპტო-პროექტი არ არის. მანამდე მათ მემეკოინები და კომპანია, World Liberty Financial ჩაუშვეს, რომელიც, ასევე, კრიპტოვალუტებით არის დაკავებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ