2025 წლის აპრილში ექსპორტი, წინა წლის აპრილთან შედარებით, 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის რეკორდული მოცულობაა.
ჯამურად, იანვარ-აპრილში, ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას, 2.014 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 5.741 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა.
2025 წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვა 2.016 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით, 7.756 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.
2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.5 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.