"მგზავრი, ფაქტობრივად, არ არის, 3-4 ადამიანით ავტობუსით წამოხვალთ? თუ გადავადდება, კარგი იქნება“

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.

რეგულაციის მიხედვით, 1-ლი ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით - ავტობუსით იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე აღნიშნული რეფორმა შეეხება ქალაქებს - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი.

მძღოლები კი თვლიან, რომ რეფორმის ეს ეტაპი უნდა გადავადდეს.

„მე მინდა, რომ გადავადდეს, მაგრამ არ ვიცი, რას იზამენ. მგზავრი ფაქტობრივად, არ არის, ყოველდღე. 3-4 ადამიანით ავტობუსით წამოხვალ? ვერ წამოხვალ უკვე და იძულებული იქნები გაჩერდე, არ იმუშაო. თუ გადავადდება, კარგი იქნება“, - განუცხადეს „პალიტრავიდეოს“ თბილისის ავტოსადგურებზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რეგულაციების ამოქმედების გადავადება.

განაგრძეთ კითხვა: