„დიპლომატ ჯორჯიამ“ ბრენდი „ჩერი“ იყიდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიაში“ განუცხადეს.
როგორც სადისტრიბუციო კომპანიაში განმარტავენ, ბრენდი უკვე დაბრუნდა თაროებზე და მომხმარებლებს სამომავლოდ უკეთესი ხარისხის ყავას შესთავაზებს.
„ბრენდი „ჩერი“ უკვე შეიძინა „დიპლომატ ჯორჯიამ“. ჩვენ ვაგრძელებთ წარმოებას, ბრენდი ისევ დაბრუნდა თაროებზე. მომხმარებლებს კიდევ უფრო კარგი ხარისხის და ჩვეული საყვარელი გემოს მქონე ყავას შესთავაზებს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „დიპლომატ ჯორჯიაში“.
ცნობისთვის, „დიპლომატ ჯორჯიას“, სადისტრიბუციო კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან არის. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იან წილს ისრაელში რეგისტრირებული დიპლომატ დისტრიბუტორს ლიმიტედი ფლობს. კომპანიის დირექტორი კი ისრაელის მოქალაქე ნოამ ვეიმანია.