გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 თვეში 29 უკანონო სახერხი საამქრო დალუქა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექციის შედეგად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 29 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ზედამხედველობის დეპარტამენტმა 93 უკანონო სახერხი საამქროს არსებობა გამოავლინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად პატრულირებენ. მოქალაქეებს კი შესაბამისი ინფორმაციის მათთვის შეტყობინება ნომერზე - 153, დარეკვით შეუძლიათ.

ირაკლი ფოფხაძე